22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 10:49:17, 1143 ნახვა

პოლიტიკა
ანდრეი კისკა კვირიკაშვილს - ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით

"ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით, - ამ სიტყვებით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დღეს გამრთულ შეხვედრაზე. 
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოში წინა ვიზიტისას საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა გაიხსენა.
"ჩემთვის საპატიოც არის და სასიამოვნოც დღეს აქ ყოფნა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა. არასოდეს დამავიწყდება საქართველოში შესანიშნავი ვიზიტი, რომელიც 2 წლის წინ შედგა. სამშობლოში შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდით და მას შემდეგ ეს ფოტო სულ თან დამაქვს, რომელიც გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან აგებულ მავთულხლართებთან. ღამით გადმოუწევიათ საზღვარი და სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შემოვიდა  ტერიტორიაზე. ადგილობრივ მცხოვრებს უნდოდა ექიმების გამოძახება, მაგრამ გადმოწეული საზღვრის გამო ვერ შველიდა ოჯახს. ეს ჩემთვის შემზარავი ამბავი იყო, რადგან ერთია, როდესაც გესმის და სულ სხვა - როცა საკუთარი თვალით ნახულობ რეალობას. აი, რას ნიშნავს აგრესიული მეზობელი და რამდენად რთულია  ასეთ პირობებში არსებობა. ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით. ეს არ არის მარტივი, რადგან რეფორმას ახორციელებთ და აგრესიული მეზობელი ართულებს საქმეს. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრი მიღწევა გაქვთ. მე ვეცნობოდი თქვენი გასაოცარი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ახლა უკვე პირდაპირი ფრენები თბილისსა და ბრატისლავას შორის არსებობს", - განაცხადა ანდრეი კისკამ. 
მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 
"დიდი მადლობა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამობრძანებისთვის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დამოუკიდებლობის დღესთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1918 წელს საქართველოს უკვე ჰყავდა დემოკრატიული პარლამენტი, ასევე დემოკრატიული არჩევნების გზით; მაშინ დაინერგა ყველა ევროპული დემოკრატიული პრინციპი და იმ დღიდან ხდებოდა მათი დაცვა საქართველოში. ამით არის ეს დღე განსაკუთრებული. თან, ის ემთხვევა საბჭოთა კავშირიდან დაღწევისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 27 წლისთავს. ამდენად, საქართველო უკვე არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით პირადად თქვენ საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთის პრეზიდენტს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics