|
2018-05-25 21:45:32, 1363 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის აღსანიშნავად, თბილისს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს ჩვენი ქვეყნები სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენთვის ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ყველა არსებული ასპექტის გათვალისწინებით საქართველო დაინტერესებულია რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებით. კონფლიქტის მოგვარებისადმი საქართველოს მიდგომა კი, ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას. ამავდროულად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და დაგმო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი. პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხები პირდაპირ ასახავს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაუყოვნებლივ შექმნისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორების შესვლის აუცილებლობას. საქართველო მიესალმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას მოუტანს.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)