23:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 21:28:05, 2046 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძის და მთავარი პროკურორის შეხვედრა ჩაიშალა

ზაზა სარალიძის შეხვედრა პროკურატურაში ჩაიშალა.  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრას არასამთავრობოების, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ხელმძღვანელების თანდასწრებით ითხოვდა, რაზეც პროკურატურის  წარმომადგენელმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მთავარი პროკურორი სარალიძეს მხოლოდ პირისპირ შეხვდებოდა.

როგორც მხარეებს პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მაგდა კაპანაძემ  განუმარტა, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, გარე პირებს აღნიშნული შინაარსის განხილვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. 

ამ ფაქტს უწყებაში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა სარალიძის თქმით, მის კითხვებს არც სასამართლოში და არც პროკურატურაში არ პასუხობენ.

„რომელ საქმის პროკურორთან, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს მე იქ პროკურატურაში, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს მე და მითვალთვალებენ მე, იმ პროკურორებს ვესაუბრო? იმ პროკურორებს ვესაუბრო, რომელიც მაფურთხებენ სახეში და მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი რომელიღაც პარტიას მივყიდე?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის შეფასებით, ირაკლი შოთაძეს შეეშინდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემის, რომელიც საქმეში არსებობს. 

მაგდა კაპანაძს თქმით,   მთავარ პროკურორთან შეხვედრის დროს ხორავას ქუჩის საქმის კონკრეტულ დეტალებზე უნდა ესაუბრათ და ზაზა სარალიძესთან ერთად მყოფ პირებს არ აქვთ უფლება, რომ ფლობდნენ ამ ინფორმაციას.

„ვინაიდან ეს ფორმატი ითვალისწინებდა ბატონ ირაკლისთან და პროკურორთა ჯგუფთან შეხვედრის დროს კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარს და კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ჰქონდა ბატონ ზაზას, ბუნებრივია, ამ მოთხოვნის გათვალისწინებით შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ორდერი და შესაბამისად, არ ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ და იცოდნენ კონკრეტული დეტალები საქმის შესახებ", - განაცხადა მაგდა კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics