06:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 18:59:01, 1140 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისს ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საზეიმოდ გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს  და დიპლომატიური მისიების საქმიანობის ამსახველი მასალები, პირველი რესპუბლიკის მიერ გაფორმებული  საერთაშორისო  ხელშეკრულებები, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მინიჭებული  ოფიციალური სიგელები.

დამთვარიელებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი მნიშვნელოვანი პირების ბიოგრაფიები და ფოტოები. გამოფენის ერთი კუთხე  დაეთმობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ციტატებს.

აღსანიშნავია, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ქართული დიპლომატიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორისაა, საგარეო უწყებისა და ქართული დიპლომატიის შესახებ ისტორიული საარქივო მასალების გამოფენები, საჯარო ლექციები და ღია კარის დღეები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics