|
2018-05-25 18:46:52, 1639 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: დღეს ბაზარი საჭიროებს ახალი თამაშის წესებს
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს, აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან. "ძალიან ხშირად, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმების დათვლა ხდებოდა სესხის საერთო და არა დარჩენილი თანხიდან. ახალი რეგულაციით, ყველა ვალდებული იქნება ჯარიმა დაითვალოს დარჩენილი თანხიდან. ადამიანს, როდესაც 1000 ლარი აქვს სესხი აღებული და 800 ლარი აქვს გასტუმრებული, 1000 ლარიდან არ უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრება, რადგან ეს არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, განსახილველად წარედგინება პარლამენტს. „ჩვენი სურვილია, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, კონკრეტულად, პირველი ივლისიდან, ვინაიდან დღეს ბაზარი საჭიროებს ახალი თამაშის წესებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)