|
2018-05-25 18:17:49, 1208 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც
„ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც, როგორც ეს ყოველთვის გაგვიკეთებია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, საქართველოს რუსეთთან ჰიბრიდული ომის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. „მინდა ყველას გავახსენო, რომ ქართულ- რუსული დაპირისპირება არ დაწყებულა 2008 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის მიმართულებით, ოღონდ მაშინ ეს ხორციელდბოდა განსხვავებული ფორმით, იმ ფორმით რომელსაც მხოლოდ 2014 წლიდან დაერქვა "ჰიბრიდული ომი" და დაერქვა ასეთი "პატარა მწვანე კაცუნები". იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 90 - იანი წელების დასაწყისიდან ცდილობდნენ , რომ გაეტეხათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ნება, ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის დიდი გამიცდილება გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს ჩვენ გავუძელით და გავუძლებთ მომავალში, ისევე როგორც ყოველთვის ეს გაგვიკეთებია",- განაცხადა მარგველაშვილმა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)