|
2018-05-25 12:10:04, 1381 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: კარასინმა საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოხატა
გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს დაახლოების გამო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „კავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონის გარეთ მყოფი ძალების მიერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ნატო-ს ფარგლებში არ მალავენ იმას, რომ საქართველოს რუსეთის შეკავებისთვის აიარაღებენ. ამ ვითარებაში რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე „მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობაში პრაქტიკული საქმეები განიხილეს“. „რუსეთ-შვეიცარიის საჭირო დოკუმენტების ხელმოწერას პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზირებულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. "სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5-ჯერ გაიზარდა, სარკინიგზო კონტეინერების გადაზიდვა კი სამჯერ. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)