11:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 17:22:51, 1612 ნახვა

ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

21-23 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „ალიანსი ენერგოდაზოგვისთვის“ (Alliance to Save Energy)  და  „კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრის“ (Copenhagen Centre on Energy Efficiency) მიერ ორგანიზებულ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში (EE Global 2018) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი დანიის  დედაქალაქ კოპენჰაგენში სკანდინავიური სუფთა ენერგიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მოხსენება გააკეთა UN Environment-ის, UN DESA-სა და UNEP-DTU Partnership - ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა  მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის (SDG7) როლს მდგრადი მომავლის ტრანსფორმაციულ გზებში.

ფორუმის დროს განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის გამოყენება და მდგრადი განვითარება. წლევანდელ ფორუმში დაახლოებით 30 ქვეყნის 400-ზე მეტი  გადაწყვეტილების მიმღები პირი (decision-maker) მონაწილეობდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics