22:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 15:59:10, 1667 ნახვა

სამართალი
უკრაინამ Россия сегодня-ს და РИА Новости Украина-ს ვებგვერდები დაბლოკა

ოფიციალურმა კიევმა ორი მედიასაშუალება - Россия сегодня და РИА Новости Украина სამი წლით სანქციების სიაში შეიყვანა.

შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინელ ინტერნეტ-პროვაიდერებს - Россиясегодня.рф, Sputniknews.com, Ria.ru, Rsport.ria.ru, 1prime.ru, Realty.ria.ru და rian.com.ua საიტების დაბლოკვა ევალებათ.

ასევე უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, აღნიშნული სააგენტოების აქტივების ბლოკირება უნდა მოხდეს, მათ უნდა შეეზღუდოთ ან შეუწყდეთ ტელეკომუნიკაციის მომსახურებების გაწევა.

გარდა ამისა, უკრაინაში აკრძალული იქნება ინტერნეტ წვდომა რუსული სატელევიზიო არხების საიტებზე, როგორიცაა - rtr-planeta.com, russia.tv, vesti.ru, tvkultura.ru, digitalrussia.tv.

ცნობისთვის, 15 მაისს, უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო ღალატსა და ქვეყნის საწინააღმდეგო საინფორმაციო საქმიანობის ბრალდებით რუსული სააგენტოს, „რია-ნოვოსტის“ უკრაინული სამსახურის უფროსი, კირილ ვიშინსკი დააკავეს. აღნიშნულის გამო, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადამიანის უფლებების და ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ევროპული ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics