|
2018-05-24 14:45:17, 1113 ნახვა
სამხედრო
რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ასეულის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და მისიის წარმატებით შესრულება მიულოცა. ქვედანაყოფთან ერთად სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც დაბრუნდა. ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იყო. რეინჯერთა ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)