22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 12:40:58, 1317 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, მათგან 84 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 59-ს კი, სასჯელი შეუმცირდა.

მანვე დასძინა, რომ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გრძელდება და შეწყალების კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმე გადადო.

„როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics