06:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 11:22:05, 1107 ნახვა

საზოგადოება
სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დედაქალაქს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, 11-დან ცხრა შენობაში ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პრობლემები არსებობს. 
  
„ბაღების მიმართულებით შენობა-ნაგებობებზე და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. რამდენიმე ბაღში, როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა,  სწავლა შეჩერდა, რათა ყველანაირი პრობლემა თავიდან იყოს აცილებული. შესაბამისად, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. დაიწყება 12 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ასევე, გვაქვს კონკრეტული ბაღები, რომელსაც დემონტაჟი სჭირდება და პროექტები თავიდან უნდა განხორციელდეს. ეს სამუშაოებიც წელს დაიწყება. რა თქმა უნდა, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ბავშვებმა სკოლამდელი განათლება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უნდა მიიღონ,  რისთვისაც თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics