|
2018-05-23 17:57:56, 1189 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
24 მაისს, 12:00 საათზე თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს. რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები სასურველი რაიონის, საბავშვო ბაღის, ასაკობრივი ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186 დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15. ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“. ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182. კრწანისის რაიონი -N51, N206. მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162 ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80. საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112. სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72. ჩუღურეთის რაიონი - N34, N5..
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)