|
2018-05-23 16:02:18, 1902 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნა
„სტარტაპ კვირეული" თბილისის ტექნოპარკში 22- 26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან. „სტარტაპ კვირეული" პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კვირეულის მიზანია საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები დაამყარებენ საქმიან კავშირებს. „სტარტაპ კვირეული" შედეგზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც რეგულარულ სახეს მიიღებს დაწელიწადში ორჯერ ჩატარდება, ზუგდიდისა და თბილისისტექნოპარკში . პროექტი თბილისის შემდეგ უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებს, სადაც ანალოგიური ღონისძება 26-29 ივნისს გაიმართება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.startupweek.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)