|
2018-05-23 12:20:27, 897 ნახვა
სამხედრო
კადეტები ელექტრონიკასა და რობოტექნიკას შეისწავლიან
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ელექტრონიკისა და რობოტექნიკის შესწავლა იწყება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ საჩვენებელ გაკვეთილებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. სწავლებისას ლიცეუმში გამოყენებულია მეთოდი „სწავლა კეთებით“. ლიცეუმის კადეტები თავად მონაწილეობენ სხვადასხვა ელექტრო დეტალების შექმნაში. რობოტიკის წრე დაფუძნებულია STEM-ის საგნებზე და მისი მიზანია, კადეტმა არა მარტო ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება და მართვა, არამედ მისი კონსტრუირება, დაპროგრამება და დასახულ მიზნებზე მორგება შეძლონ. რობოტექნიკის კლუბი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული კომპონენტებით და პროგრამირებადი დაფით, რობოტოტექნიკით, უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა თანამედრვოვე ტექნიკით, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობაზე. ინოვაციური საგნების სრულფასოვანი სწავლების მიზნით ლიცეუმის პედაგოგებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)