04:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 11:04:31, 1138 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო

„უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ, შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ვერცერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს და ერთადერთი საკითხი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხარვეზს უწოდებს, უშიშროების საბჭოს ეხება.

„ვერც ერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს პრეზიდენტი. ერთადერთი აქვს, ასე ვთქვათ მუდმივად აჩემებული, ეს სიტყვა უნდა, გამოვიყენო უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭო ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ. შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება. ეროვნული უშიშროების საბჭოები მოქმედებს საპრეზიდენტო, ზოგ შემთხვევაში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში და რატომ. იმიტომ , რომ იქ პრეზიდენტს პირდაპირ ექვემდებარება შესაბამისი სფერო -თავდაცვის, უსაფრთხოების სფერო, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ორგანო არის შექმნილი პრეზიდენტთან იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის გამგებლობის ქვეშ. ასეთი მარტივი ნონსენსი გასწორდა კონსტიტუციაში და ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხარვეზს უწოდებს პრეზიდენტი. ვერც ერთი სხვა მაგალითი მას ვერ მოჰყავს",- განაცხადა კობახიძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics