03:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 16:06:46, 1431 ნახვა

საზოგადოება
ძიუდოისტების მიერ გადაგდებული დავით ქევხიშვილის სავარძელი მოქალაქემ წაიღო

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი, რომელიც ძიუდოისტებმა მისი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნებთან დადეს, გამვლელმა წაიღო.

აღნიშნულის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ძიუდოისტებმა დღეს დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე საათის წინ შენობაში შევიდნენ, ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს, ხოლო მისი სკამი გადააგდეს.

გარდა ამისა, ძიუდოისტებმა უნდობლობა გამოუცხადეს 10 დღის წინ შექმნილ კომისიას, რომელსაც ფედერაციაში არსებული პრობლემები უნდა შეესწავლა.

სპორტსმენები თვლიან, რომ კომისიამ პირველი შეხვედრის შემდეგ,  ფაქტობრივად დადო გარკვეული დასკვნა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ არგუმენტებს.

„ჩვენ დავუპირისპირდით ქევხიშვილს, მისი გადადგული ნაბიჯების, მისი მოქმედებების გამო ჩვენი გუნდის მიმართ, ჩვეი ნაკრების მიმართა. აქ მარტო ჩვენ არ ვართ, აქ არიან ახალგაზრდული ნაკრების წევრები, აქ არიან ქალტა ნაკრების წევრები. პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა, ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ,  ყურადღება ჩვენ მიმართ არის ნაკლები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს",- განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics