|
2018-05-22 13:54:22, 1773 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში დღეს „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნება
დღეს, 17:30 საათზე, თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნება. კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. კვირეულის მიზანია ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს. კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან. 26-29 ივნისს ანალოგიური ღონისძება გაიმართება ზუგდიდის ტექნოპარკში. სტარტაპ კვირეულის პარტნიორების მიზანია, ღონისძიება იყოს შედეგზე ორიენტირებული, მიიღოს რეგულარული სახე და ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, საქართველოს ტექნოპარკში თბილისსა და ზუგდიდში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)