02:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 13:03:16, 1269 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი 4 ივნისს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფინალური თამაში 4 ივნისს 14 საათზე სასტუმრო „ჰუალინგ თბილსში" გაიმართება.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობისათვის ქვენის მთელი მასშტაბით 374 სკოლა იყო რეგისტრირებული.

2018 წლის 26 აპრილს ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. პროექტის ფინალში 73 საჯარო და კერძო სკოლის ის გუნდები მოხვდნენ, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. ვიქტორინას "რა? სად? როდის?" საქართველოს კლუბი უძღვება.

პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics