|
2018-05-22 11:36:22, 1159 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის „Memories of Tiflis“ პრეზენტაცია გაიმართა
თიბისი გალერეაში ერმიტაჟის მუზეუმის გენერალური დირექტორის მრჩევლის - ნიკოლას ვ. ილინის წიგნის „Memories of Tiflis" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ოფიციალური მხარდამჭერი თიბისი სტატუსია. წიგნში თავმოყრილია ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ლევან ჭოღოშვილის, ნანა ყიფიანის, გიორგი გერსამიას, თამაზ გერსამიას, გიორგი კალანდიას, აკა მორჩილაძის, ლევან ცეცხლაძისა და დონალდ რეიფილდის ესეები და ჩანაწერები, ასევე ფოტოები სხვადასხვა მუზეუმებისა და კერძო კოლექციებიდან, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურას, ხელოვნებას, მუსიკას, ფოლკლორს, ლიტერატურასა და ფოტოგრაფიას ასახავს. ნიკოლას ილინისა და თბილისის ურთიერთობა 1965 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიაში ვიზიტით ჩამოსულმა ქართველმა ექიმმა მას „ვეფხისტყაოსანი" აჩუქა. მოგვიანებით რეჟისორები - ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია და ლანა ღოღობერიძე გაიცნო, ფარაჯანოვის რამდენიმე ფილმი ნახა და ქართული კულტურით მოიხიბლა. თბილისს პირველად 2008 წელს მეგობრების ქორწილისთვის ესტუმრა. ქალაქის ისტორიით, არქიტექტურით, კულტურითა და ხალხით შთაგონებულმა ნიკოლას ილინმა თბილისური ამბების ერთ წიგნად შეკრება გადაწყვიტა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქს რამდენიმეჯერ ეწვია და წიგნისთვის ძველი ღია ბარათები შეაგროვა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები - ირინე პოპიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ლიკა მამაცაშვილი, თამილა ცაგარეიშვილი, ზურაბ და ვასილ წერეთელები თბილისური ქრონიკების შეკრებაში დაეხმარნენ. წიგნში აქცენტი 1870-1920 წლების თბილისზეა გაკეთებული. ნიკოლას ილინის ავტორობითა და რედაქტორობით ასევე გამოცემულია „მოგონებები ბაქოს შესახებ" და „რუსეთის საგანძურის გაყიდვა". მან ასევე შექმნა 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი იოსიფ ბროდსკის შესახებ. ნიკოლას ილინს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისეთი სამუზეუმო პროექტების შექმნასა და განხორციელებაში, როგორებიცაა ბილბაოს გუგენჰაიმი, ბერლინის გუგენჰაიმი, გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში და ასევე აბუ-დაბის გუგენჰაიმი.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)