04:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 10:11:38, 1158 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ წავიდნენ

ნარკოტიკის გასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში ყველა თანხმდება, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ზოიძის თქმით, ამ საკითხზე გუნდი იმსჯელებს.

 „ოდენობასთან  დაკავშირებით იქნება მსჯელობა და თუ ვერ მოხდება შეჯერება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია. როგორც იტყვიან, „ჯიბეში გვიდევს არა“. ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში  ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მხოდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება. რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics