20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 14:51:23, 1454 ნახვა

სამართალი
მამაკაცს ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ი. ც.-ს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ ბრალდებული, ასევე დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებისათვის, ჩადენილი  განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

„საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში 12 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ყოფილ მეუღლეს.  შემთხვევის ადგილზე გამვლელმა მოქალაქემ მოძალადეს ხელი შეუშალა, რის გამოც მან  ვერ შეძლო დანაშაულის სისრულეში მოყვანა და ქალს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

 ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა მხოლოდ ცივი იარაღის ტარებაში ცნო თავი დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ნივთმტკიცებების, მათ შორის დანაშაულის იარაღის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ი. ც. -ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და  განაჩენთა ერთობლიობით, ი. ც.-ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics