|
2018-05-21 10:52:02, 1060 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: დისციპლინური სამართალწარმოების საკითხთან დაკავშირებით, ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
„პრაქტიკულად, შეთანხმება არის მიღწეული ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენ ამ კვირის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის თქმით, დაკონკრეტდა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები და დისციპლინური გადაცდომის სახეები. „დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. განვიხილეთ დღეს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი. ეს არის ოთხიდან ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმას. ამ საკითხთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ახლა გამოიკვეთა, რომ, პრაქტიკულად, შეთანხმება არის მიღწეული ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენ ამ კვირის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და კვირის ბოლოსთვის უკვე სამუშაო ჯგუფი შეთანხმდება ამ კანონპროექტზე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და ასეთივე შემართებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას დანარჩენ სამ საკითხზე და დარწმუნებული ვართ, რომ იქაც მოვახერხებთ კონსესუსის მიღწევას სამუშაო ჯგუფში. დაკონკრეტებულია სათითაოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები. ასევე, დისციპლინური გადაცდომის სახეები ახალ კანონპროექტში. გვქონდა დეტალური განხილვა თითოეულ საფუძველთან, თითოეულ სახესთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან პრინციპული საკითხები. თითოეული ნორმის ქვეშ იყო გაწერილი ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული ხასიათის დებულებები და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით არის მიღწეული შეთანხმება",-განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრებებ, თუმცა, ამის მიუხედავად, შეხვედრაზე ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ. „როგორც უკვე ვთქვი, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ შეთანხმება. შესაბამისად, ეს შეთანხმება იქნება ასახული საბოლოო კანონპროექტში. იყო, რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა, კიდევ ერთხელ, შევთანხმდით ყველა პრინციპულ საკითხზე, რომლებიც აისახება კანონპროექტში",-განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)