02:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 10:48:54, 1307 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

"თბილისის ცის ქვეშ" - დედაქალაქის მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში,  ვერის ბაღში, პიანისტ დავით ალადაშვილის  სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრო. 

ირაკლი გვილავას თქმით, ახალი პროექტი ხელს შუწყობს თბილისის  მასშტაბით კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. 

„პროექტის  ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.   დღეს ვერის  ბაღში  კლასიკური მუსიკის საღამოს პიანისტი დავით ალადაშვილი წარმოგვიდგენს. პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის  განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ. 

"თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს  საკუთარი იდეების ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განხორციელების საშუალებას აძლევს.   პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, საინფორმაციო ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

ამავე პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, გლდანის რაიონში მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგა. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics