02:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 10:45:30, 1128 ნახვა

საზოგადოება
პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა

სპეციალურად მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე რეაგირებისთვის სამედიცინო დახმარების მიმართულებით პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა. 

წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა.  9 პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში განაწილდება და მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე გავა.

აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ.

შერჩეულმა კანდიდატებმა კი, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე  კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედიოდა. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა ჩაუტარდათ. 11 აპლიკანტიდან წარმატებით ჩაბარება 9-მ შეძლო.

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics