02:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 17:10:11, 1788 ნახვა

საზოგადოება
თხმ: აქციის საკითხს მას შემდეგ გადავწყვეტთ, რაც რეფორმასთან დაკავშირებით შსს-ს პოზიციას მოვისმენთ

„თეთრი ხამურის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაანონსებული აქციის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას მოისმენენ.

„მოგესალმებით მეგობრებო, დაიწყო შაბათიც, ბოლო დღე, რომელიც შს სამინისტროს ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოლაპარაკების მაგიდისთვის მივეცით, შეხვედრის ზუსტი დრო კი აქამდე უცნობია. დაანონსებული აქციის საკითხს გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით. ყველასთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ორწლიანი მუშაობის შემდგომ, რამდენად მზადაა სახელმწიფო ცვლილებისთვის და შევძლებთ თუ არა მოხმარებისთვის ციხეში მჯდომი უდანაშაულო მოქალაქეების დახსნას, ავირიდებთ, თუ არა მომავალში პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის სუბსტანციების ფლობისთვის ადამიანთა მომავლის განადგურებას.

რაც შეეხება გეგმებს, ვფიქრობთ ნათელია, რომ მძიმე და კრიზისული დღეების შემდგომ ხალხში არაერთგვაროვანი განწყობებია, მოცემულ ვითარებაში კი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრისა და მხარდამჭერთა კონსოლიდაციას. გვსურს, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, ვკონცენტრირდეთ და გავძლიერდეთ, არ ვუღალატოთ ჩვენს ბრძოლას გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ პოლიტიკურ ძალაუფლებას ჩვენი ღირსებისა და თავისუფლების მუდმივი ხელყოფა, ვიფიქროთ ცივი გონებით და ვიაროთ ერთობლივი სტრატეგიით გამარჯვებამდე.

ჩვენი ძალა ჩვენსავე პრინციპულ ერთად დგომაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics