|
2018-05-19 11:15:04, 1406 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა. დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა სახელმწიფოსა და დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით, გრანტი 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 16 პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა. სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მცხოვრებ შამილ ხორგუანს ესტუმრა. შამილ ხორგუანმა გრანტის საშუალებით, მიწის დასამუშავებლად მოტობლოკი შეიძინა, რაც დევნილი ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა. მცირე მეწარმეების დაფინანსების პარალელურად, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამასაც“ ახორციელებს. სააგენტომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 49 დევნილს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოები უკვე შეუსყიდა. პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ აფხაზეთიდან დევნილ ავთანდილ ცაავას კარ-ფანჯრის დამზადებისა და დამონტაჟებისთვის საჭირო ხელსაწყოები გადასცა. დღეს, ავთანდაილ ცაავას საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს და 6 ადამიანი ყავს დასაქმებული. დევნილთა და განსახლების მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღებიც დაათვალიერა, რომელთა აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის, 10 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)