21:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 21:33:19, 2383 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა

„ვფიქრობ, ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რას ფიქრობს პრემიერი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე.

„ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ  წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და, ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ - მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics