|
2018-05-18 18:45:54, 1293 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: დროის იმ მონაკვეთში კლუბებში შესვლა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ჩხრეკა კლუბებში ღამის პირველიდან ორი საათის განმავლობაში ჩატარდა. ,,არჩევანი იყო ძალიან მარტივი, ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი - ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას, 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი. პირველ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ, თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის“, - განაცხადა მინისტრმა. გახარიას თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არც ერთი, არანაირი სახის სპეც. აღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა. ,,როგორც შედეგი, მინდა გითხრათ, რომ გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების, ამ ქმედებების და უახლოეს პერიოდში, დარწმუნებულები ვართ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო, რომ სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების, ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ და დაგანახებთ, რასაც მოყვება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმ თმენისთვის და იმ მაღალკვალიფიციურად შესრულებული მოვალეობისთვის, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის ძირითადი ამოცანა გახლავთ მოქალაქეებზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებაში რადიკალიზაციის დონის შემცირება და არა გაზრდა",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)