|
2015-05-26 13:44:39, 467 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შთამომავლები საქართველოს დიდ გამარჯვებას მოესწრებიან
„ჩვენ ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლები საქართველოს დიდ გამარჯვებას მოესწრებიან“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხი ქვეყნის მთავარ ღირებულებას თავისუფლებას ზეიმობს. „ნოე ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის ვერ წაართმევ და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს 1918 წლის 26 მაისს. ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს მაშინ როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს როდესაც ბაგრატ მესამემ გააერთინა საქართველო, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს, როდესაც გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)