|
2018-05-18 14:31:53, 1911 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი „პატრიოტთა ალიანსზე“: იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ
„ქართველი პოლიტიკოსები, საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ალიანსის“ წევრებმა პრინციპულად უნდა განუცხადონ რუსეთს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ,,ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ზუსტად გაიმეორონ ის, რასაც საქართველოს მოწინააღმდეგე აკეთებს. ის ადამინები, რომელბმაც მხარი დაუჭირეს სეპარატიზმს დასაქართველოს ოკუპაციას, ეს ხალხი ზის რუსეთის დუმაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უნდა შეახსენონ და კიდევ ერთხელ განუცხადონ პრინციპულად თუ საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მოქმედებები უნდა იყოს სხვანაირი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)