21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 14:30:03, 1683 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია

„მოსკოვი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

თუმცა როგორც მან აღნიშნა, ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება.

„ასეთი შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სჭირდება სათანადო მომზადება“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან შეხვედრისთვის მზადაა.

„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი - ჩვენ დავლაგდებით. ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მე მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ჩვენ ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics