21:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 12:17:38, 331 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი ყოფილ თანაპარტიელებზე: არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი გიგი წერეთელი უკვე  ყოფილ თანაგუნდელებთან  რაიმე შიდა დაპირისპირებას  უარყოფს.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რატომ დატოვეს გოგა  ხაჩიძემ, გიორგი  მელაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და  პავლე კუბლაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე თავად ისაუბრებენ.

წერეთლის თქმით,  შესაძლოა მათ ჩათვალეს, რომ სხვა ფორმატში უფრო განვითარდებიან, თუმცა გიგი წერეთელი არც ზეწოლის თემას გამორიცხავს.

„არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა.  ბოლო პერიოდამდე  ჩვეულებრივი კონტაქტი არსებობდა, რაც შეეხება იმას თუ რატომ მოხდა ასე ალბათ ახსნიან ამას.  ბევრი სპეკულაცია იქნება, ბევრი ვერსია ახლა  ჩაერთვება ბევრი მექანიზი  განსაკუთრებით არაკეთილმოსურნეებისგან, მაგრამ ვფიქრობ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მიზეზები, მეორე საკითხია რამდენად მისაღები იქნება ეს თუ ის განმარტება, მაგრამ გახდება ცნობილი. მთავარი ისაა, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ვინც იქნება ამ ბრძოლაში ჩართული საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იქნება კარგი. შეიძლება ადამიანებმა  ჩათვალეს, რომ სხვა ფორმატში უფრო განვითარდებიან  და მეტ მხარდაჭერას მიიღებენ,  რაც პირადად მე მგონია, რომ არ არის სწორი. წნეხის თემა საქართველოში აბსოლუტურად ლეგიტიმურია „ნაციონალური მოძრაობა“  წნეხისა და დევნის ქვეშაა“,-განაცხადა წერეთელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics