03:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 18:05:39, 1582 ნახვა

სამართალი
გორში იეჰოვას მოწმეების „სამეფო დარბაზს“, სავარაუდოდ, ესროლეს

გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს „სამეფო დარბაზს“ თავს დაესხნენ.

ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 16 მაისს, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების განცხადებით, სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს.

სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა გაკეთებული აქვს წარწერა -"იწამე ღმერთი ჩვენი".

ეს გორში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის პირველი შემთხვევა არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია).

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics