|
2015-05-26 11:45:41, 334 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება და არა გაქცევა
„პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება და არა გაქცევა“, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ გოგა ხაჩიძის, გიორგო მელაძის, პავლე კუბლაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. მას უჭირს საუბარი, თუ რატომ მიიღეს მისმა თანაგუნდელებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა, ვაშაძემ აქვე დასძინა, რომ კარგი მენეჯერები გარკვეულ რეოგრანიზაციას უმკლავდებიან, სუსტი მენეჯეერები კი მას ხანდახან გაურბიან. "ხვალ გვექნება მათი ოფიციალური განცხადება. მეც მაინტერესებს მათი მოტივაცია. ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ვფიქრობ, თუ პრობლემები არის, ამას სჭირდება მოვლა, გადაწყვეტა და არა გაქცევა. რაც შეეხება ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი ალტერნატივა „ქართული ოცნების“. გაკვეთილი აქედან ყველამ უნდა მიიღოს, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და სრულიად ახალი ტალღით უნდა დავიწყოთ საზოგადოებასთან მუშაობა, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნა და ა.შ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა. ვსაუბრობთ გარკვეულ რეორგანიზაციაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ საჭირო, კარგი მენეჯერები ამას უკლავდებიან, სუსტი მენეჯერები ამას ხანდახან გაურბიან ხოლმე. ალბათ ეს არის ამ სიტუაციაში გადამწყვეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება ახლა, როცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი ასე სწრაფად ეცემა, და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იმატებს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)