|
2018-05-17 17:14:18, 1730 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია (ფოტოკოლაჟი)
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული. შეგახსენებთ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ამასთან, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებულია „ქართული იდეის“ კონტრაქცია, რომლის დამფუძნებელიც გია კორკოტაშვილია. არსებული ინფორმაციით, კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ამ დროისთვის სამართალდამცველებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|











epn.ge (@expressnews.ge)