|
2018-05-17 15:46:14, 1622 ნახვა
ეკონომიკა
გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე „Caspian Agro 2018“ ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით მოწყობილ ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო შპს „თაფლიკაცის“, „გიუაანის“, „მადლიანი 2017-ის“, „კულას“, „ნუტრიმაქსის“, „მზა ჩითილის“, „ველინგტონის“, „თამარის“ მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია. „საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება ქართული აგრარული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, ქართველ მეწარმეებს მუდმივად აქვთ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)