03:39 - 26 Jun, 2026
|
2018-05-17 15:34:56, 1697 ნახვა
სამართალი
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამებაში მივიდნენ
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მათ ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს. ამ დროისთვის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დღეს ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ „ვარდების მოედანზე“ შეკრებილები შეუერთდნენ და აწყურის ღვთისმშობლის ხატით ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ. ამის შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)