23:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 13:18:30, 1369 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით აგრარულ უნივერისტეტში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის საიუბილეო დღეების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ანდრო ასლანიშვილი და ლევან მეხუზლა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის 1918-1921 წლების მნიშვნელობასა და დარგში არსებულ თანამედროვე მდგომარეობასა და გამოწვევებზე ესაუბრნენ.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვახტან ლეჟავამ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ენოთეკა, ლაბორატორიები და მარანი დაათვალიერებინა. 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების 8-ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მეღვინეობის ინდუსტრიისა და დარგის მეცნიერული განვითარების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო რევოლუციებისა და ომებისგან დანგრეული ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო.

ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის სწავლების მიმართულებით, რადგან 1920 წელს საქართველოს მევენახეობის მეცნიერულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებში, კერძოდ, 1918 წელს შეიქმნა „კახელ მევენახეთა კავშირი", სადაც გაერთიანდა 4 400 წევრი, 1919 წელს გაიმართა ქართველ მეღვინე-მევენახეთა პირველი კონგრესი, 1920 წელს გამოვიდა პირველი ქართული პროფესიული ჟურნალი „ვაზი და ღვინო", ამავე პერიოდში გაიხსნა 4 ღვინის ქარხანა.

შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები,  უპასუხეს აუდიტორიაში დასმულ შეკითხვებს. დასასრულს გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩვენება.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics