|
2018-05-17 12:02:39, 1219 ნახვა
საზოგადოება
კონსტიტუციის 42-ე მუხლი: ლგბტ თემი არ უნდა ხდებოდეს უთანასწორო, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი
17 მაისს შვიდობიანი შეკრების იდეა იმის ხაზგასმას ემსახურება, რომ ლგბტ თემი არ უნდა ხდებოდეს უთანასწორო, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი არცერთ საზოგადოებაში, - ამის შესახებ კონსტიტუციის 42-ე მუხლის განცხადებაშია აღნიშნული. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHO) 17 მაისს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება და სიმბოლურად უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დღემდე ლგბტ თემის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად არიან როგორც სასტიკი და ძალადობრივი, სიძულივილით მოტივირებული დანაშაულის, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად და მკაფიო მესიჯებით გამოხატონ მათ მიმართ მხარდაჭერა და დაგმონ ყველა სახის ძალადობრივი და დისკრიმინაციული მოპყრობა. ხოლო, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ერთის მხრივ, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში, დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი. კანონის სრულად აღსრულება არის მსგავსი დანაშაულების განმეორების პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა განცხადებით, 17 მაისს კანცელარიასთან ორგანიზებული შეკრება არ გაიმართება, შესაძლებელია მაინც ჰქონდეს ადგილი სპონტანურ შეკრებებს, რომელთა უსაფრთხოების დაცვა სამართალდამცავთა ვალდებულებაა. შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, იმ შემთხვევაშიც კი თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შეკრება თანადროულად ხდება. საქართველოში, წინა წლებში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი აქციების ფონზე განვითარებული სასტიკი და ძალადობრივი მოქმედებების გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ზომა მიიღოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ადამიანების დასაცავად, ისე როგორც ეს აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)