|
2018-05-17 11:36:22, 2018 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ვიქტორია იფტოდისს შეხვდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ვიქტორია იფტოდისს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება ევროპულ სახელმწიფოებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებულ სახელმწიფოებთან ახლო კომუნიკაცია და საერთო, პერსპექტიული გეგმების დასახვა. ამ პროცესში, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. მინისტრმა შეხვედრაზე მოლდოვას იუსტიციის მინისტრსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელიც მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და სისტემაში დანერგილ სხვადასხვა ინოვაციებს ეხება. მოლდოვას იუსტიციის მინისტრი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით, უმნიშვნელოვანესია. „დღევანდელი შეხვედრა იძლევა ახალ იმპულსს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. მივიღეთ გადაწვეტიელება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები. რადგან ჩვენ გვაინტერესებს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები, რომელიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მოლდოვაში ამჟამად რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და საქართველოს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა მოლდოვას იუსტიციის მინისტრმა. მხარეები სამომავლოდ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობას. მოლდოვას იუსტიციის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)