18:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 10:52:01, 1342 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქში საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალება.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, დილის 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე - მეტროსადგურ "რუსთაველამდე", ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“). წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად, მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან არსებული კიბის საშუალებით.

ჟურნალისტებმა შეკითხვების შემთხვევაში უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics