|
2018-05-16 20:40:38, 1646 ნახვა
საზოგადოება
ნინო ჯავახაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - სტავროს ლამბრინიდის შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების პოზიტიურ განვითარებას, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული და არასრულწლოვნების მართლმსაჯულება. სტავროს ლამბრინიდისი მიმდინარე წლის 12 მაისს ღამის კლუბებში განხორციელებული ღონისძიებებითა და 17 მაისთან დაკავშირებით სამინისტროს გეგმებით დაინტერესდა. ნინო ჯავახაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო 12 მაისს კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი შედეგები, ასევე, პოლიციის შესვლამდე უშუალოდ კლუბებში არსებული ვითარება და განხორციელებული საპოლიციო მოქმედებები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 17 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციებთან დაკავშირებით სამინისტროს ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული მზადყოფნა და ნება, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების მშვიდობიან გარემოში განხორციელება. სტავროს ლამბრინიდისი საქართველოში პირველად იმყოფება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)