|
2018-05-16 12:27:09, 1474 ნახვა
საზოგადოება
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი პირები გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ღონისძიებაზე იუსტიციის სახლის ფილიალებში დასაქმების, კარიერული ზრდისა და განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი და მისი მოადგილე მარიამ ლაცაბიძე უმაღლეს სასწავლებელში თავად სტუდენტებმა მიიწვიეს. შეხვედრას გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მათიაშვილი, ამავე სასწავლებლის პროფესორები, ლექტორები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. ორგანიზაცია სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან. აღნიშნულმა თავის მხრივ განაპირობა სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი. იუსტიციის სახლში სტაჟირების გავლისა თუ დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაიარონ მოკლე და საუკეთესო გზა კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის. ორგანიზაციაში წარმატებული გუნდური თანამშრომლობისთვის შექმნილია ყველა საჭირო პირობა. იუსტიციის სახლის ფილიალებში ახლადდასაქმებულებს მიმდინარე საკითხებში გარკვევისა თუ საწყის ეტაპზე არსებული პრობლემების მოგვარებისათვის ეხმარებიან გამოცდილი სპეციალისტები, უწევენ მათ კონსულტაციებს და სთავაზობენ პრაქტიკულ მხარდაჭერას. ეს კი თავის მხრივ დასაქმებულისთვის ახალ პირობებში ადაპტაციის გაადვილების მიზნით, პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა. იუსტიციის სახლში დასაქმების პროცედურა ღია და გამჭვირვალეა, თითოეული კადრის დანიშვნა ღია კონკურსის წესით ხდება; გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ონლაინ გააკეთონ განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე. ეს არის გზა, რომლითაც შეუძლიათ დაინტერესებულ კანდიდატებს მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და დაიწყონ კარიერა იუსტიციის სახლში.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)