|
2018-05-16 11:14:14, 1299 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარაბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ 1-ელ მაისს ამოქმედებული კანონის ერთ-ერთი ავტორია, სამორინეებსა და სიგარაბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს. ალიანსი პარლამენტს მიმართავს და კანონში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებს. „ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ, ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს, გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზიონებში) და სიგარ-ბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა. დღემდე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხდა. ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე“ ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არამხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში. ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება. თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარა-ბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპილიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარ-ბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში, გამონაკლისის სახით, მოწევა დაშვებულია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)