2018-05-15 16:42:41, 1316 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 მაისს უსაფრთხოება იყოს დაცული - ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 17 მაისს მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა.
„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ასე რომ, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, - განაცახდა კახა კალაძემ.
ავტორი: ,