23:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 12:16:02, 1241 ნახვა

საზოგადოება
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით − 50 დოლარად.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

„პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. მის ფარგლებში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია  უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები.

მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა პრობლემებს უქმნის საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, მათ შორის, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics