23:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 11:39:24, 1294 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით, CIGRE-ს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ეროვნული კომიტეტი.

კომიტეტში გაწევრიანდნენ სსე-ს, ენერგოტრანსისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. ასევე, ორგანიზაცია არის ამ სექტორში მიმდინარე პროგრესისა თუ არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი და შემფასებელი.

CIGRE-ს საქართველოს ეროვნული კომიტეტი მის წევრებს შესაძლებლობას აძლევს,  გაწევრიანდნენ ორგანიზაციაში არსებულ კვლევით კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც იკვლევენ ელექტროენერგეტიკის დარგის 16 მიმართულებას, შესაბამისი დასკვნებიდან გამომდინარე, აყალიბებენ სტანდარტებს და სახავენ დარგის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  შეძლებს აქტიურად ჩაერთოს ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შეფასების პროცესში და იმყოფებოდეს მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics