09:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 10:48:56, 1662 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ჯამშიდ ა. ხოდჟაევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების  შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებისა და ვაზის ჯიშების გამოყვანაში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.

ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში აგრარული დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად. 

შეხვედრაზე უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჯამშიდ ა. ხოდჟაევმა აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics