09:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 10:21:17, 1419 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომის ოქმს ხელი მოეწერა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.

დოკუმენტში განისაზღვრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგამბულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების თაობაზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთის მხარე აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით, რათა წლის ბოლომდე აღნიშნული საკითხი პოზიტიურად გადაწყდეს. ითქვა, რომ პირდაპირი ავია ფრენების დანიშვნა დადებითად იმოქმედებს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში, აგრეთვე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესს.

კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა სარკინიგზო და საავტომობილო ტვირთბრუნვის ზრდის პერსპექტივები, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე სატრანზიტო მიმართულებით.

კომისიის სხდომის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.

ორმხრივი მთავრობათაშორისო კომისიის სხდომა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციამ, რომელსაც უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობდა, შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, აგრეთვე გაეცნო თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობას. ხვალ უზბეკეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო - უზბეკეთის ბიზნეს ფორუმში, რომელიც პირველად ტარდება. საქართველოს მხრიდან ფორუმში რამდენიმე ათეული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი B2B ფორმატში ჩატარდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics